1.
პროექტის სახელწოდება: გურია
2.
პროექტის მთავარი იდეა (თემა): გავიცნოთ საქართველოს
ერთ-ერთი შესანიშნავი კუთხე - გურია, რეკომენდაცია გავუწიოთ
ჩვენს თანატოლებს , რომ ყურადღება ჩვენი კუთხისკენ მიაპყრონ.
3.
პროექტის აქტუალობა: მსოფლიოში
უამრავი საინტერესო ადგილი არსებობს. ჩვენ შეგვიძლია ამ პროექტით ჩვენი თანატოლების
ყურადღება ჩვენი კუთხისაკენ მივაპყროთ, რაც მშობლიური კუთხის ტურიზმის განვითარებაში
შეტანილი წვლილი იქნება.
5.
მონაწილეთა ასაკი: 5-6 კლასი
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები აღწერენ თავიანთ საყვარელ მარშრუტებს, სურათებს
უღებენ, დაწერენ პატარა ესეებს, ხატავენ და ინფორმაციას ათავსებენ ონლაინში, შევქმნით
პატარა ვებ-საიტს, სადაც ბავშვების მიერ მოძიებული ინფორმაცია და მარშრუტების ინტერაქტიული
რუკა იქნება განთავსებული.
8.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო,
კომპიუტერი, ინტერნეტი.
9.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები
მოიძიებენ ლიტერატურას, აქტიურად გამოიყენებენ ინტერნეტს, გაკეთდება ექსკურსია გურიაში.
მოინახულებენ ბახმაროს, დედათა ჯვრის მონასტერს, დაესწრებიან კუთხის ერთ-ერთ
მნიშვნელოვან ტრადიციას - ლელო ბურთის
თამაშს შუხუთში, სკოლაში გავაკეთებთ პროექტის პრეზენტაციას, გამოვფენთ სურათებს, გავაკეთებთ
ფოტო და ვიდეო ალბომს.
10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი: გეოგრაფია,
ისტორია/ ცოდნის
გაღრმავება ქვეყნის შესახებ.
11.
პროექტის ხელმძღვანელი: ლია
ჭიჭილეიშვილი
No comments:
Post a Comment