Saturday, March 17, 2012


1.      პროექტის სახელწოდება: გურია
2.      პროექტის მთავარი იდეა (თემა):  გავიცნოთ საქართველოს ერთ-ერთი შესანიშნავი კუთხე - გურია, რეკომენდაცია  გავუწიოთ  ჩვენს თანატოლებს , რომ ყურადღება ჩვენი კუთხისკენ მიაპყრონ.
3.      პროექტის აქტუალობა:  მსოფლიოში უამრავი საინტერესო ადგილი არსებობს. ჩვენ შეგვიძლია ამ პროექტით ჩვენი თანატოლების ყურადღება ჩვენი კუთხისაკენ მივაპყროთ, რაც მშობლიური კუთხის ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილი იქნება.
4.      პროექტის მიზნები:  მშობლიურ რეგიონის  ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილი.
5.      მონაწილეთა ასაკი:  5-6 კლასი
6.      ვადები/ხანგრძლივობა:  6 თვე
7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები აღწერენ თავიანთ საყვარელ მარშრუტებს, სურათებს უღებენ, დაწერენ პატარა ესეებს, ხატავენ და ინფორმაციას ათავსებენ ონლაინში, შევქმნით პატარა ვებ-საიტს, სადაც ბავშვების მიერ მოძიებული ინფორმაცია და მარშრუტების ინტერაქტიული რუკა იქნება განთავსებული.
8.      პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ინტერნეტი.
9.      პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  მოსწავლეები მოიძიებენ ლიტერატურას, აქტიურად გამოიყენებენ ინტერნეტს, გაკეთდება ექსკურსია გურიაში. მოინახულებენ  ბახმაროს,  დედათა ჯვრის მონასტერს, დაესწრებიან კუთხის ერთ-ერთ მნიშვნელოვან      ტრადიციას - ლელო ბურთის თამაშს შუხუთში, სკოლაში გავაკეთებთ პროექტის პრეზენტაციას, გამოვფენთ სურათებს, გავაკეთებთ ფოტო და ვიდეო ალბომს.
10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  გეოგრაფია, ისტორია/ ცოდნის გაღრმავება ქვეყნის შესახებ.
11.  პროექტის ხელმძღვანელი:  ლია ჭიჭილეიშვილი
12.  ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:  lialia1970@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი: http://lia-chichileishvili.blogspot.com/